• თბილისი, წერეთლის გამზრი N116
  • info@lux.com.ge

ყველაზე გავრცელებული შეცდომები რემონტის დროს

სექტემბერი 8, 2021

სპონტანური, დაუფიქრებელი, გაუაზრებელი მოქმედება – ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა რემონტის დაწყება ნაჩქარევად, გაუაზრებლად – მკაფიოდ განსაზღვრული გეგმის გარეშე. ჯერ კიდევ სანამ სარემონტო მასალებს შეიძენთ ან გადაწყვეტთ კედლებიდან ჩამოხსნათ ძველი შპალერი, აუცილებელია წარმოდგენილი გქონდეთ როგორ უნდა გამოიყურებედეს თქვენი ბინის ინტერიერის ყოველი კუთხე, კედელი თუ ოთახი.


   სწორედ გასარემონტებელი ობიექტის დიზაინის და პროექტის არ არსებობა შეიძლება ჩაითვალოს ერთერთ მთავარ შეცდომად რემონტის პროცესში.


 აუცილებლად წინასწარ შეადგინეთ რემონტის ობიექტის დიზაინი – პროექტი, რომელშიც გაითვალისწინებთ ოთახების ფართობს, ავეჯის და ტექნიკის გაბარიტებს, ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეადგინეთ სარემონტო ხარჯთაღრიცხვა და შემდეგ შეუდექით სარემონტო სამუშაოებს.

  იმ შემთხვევაშიც კი თუ რემონტის გაკეთებას საკუთარი ხელით აპირებთ, დაგეგმვის ეტაპზე უმჯობესია მიმართოთ დიზაინერს. დიზაინერი დაგეხმარებათ შეარჩიოთ ოპტიმალური ფერთა გამა, შეარჩევს ავეჯის განთავსების საუკეთესო ვარიანტს თქვენი სურვილების და ბინის თავისებურებების გათვალისწინებით – განათება, ფართი, ჭერის სიმაღლე და ა.შ. ხოლო თუ რემონტის გაკეთებას საკუთარი ხელით არ აპირებთ რეკომენდებულია მიმართოთ ისეთ კომპანიებს რომელთაც აქვთ კომპლექსური სერვისი და ითვალისწინებს დიზაინერ-არქიტექტორის მომსახურებასაც.

 გაერთიანებული აბაზანა და საპირფარეშო – პატარა ბინებში ხშირად ფართის დაზოგვის მიზნით ხდება აბაზანის და საპირფარეშოს გაერთიანება, რაც ოპტიმალური ვარიანტია იმ შემთხვევაში როდესაც ბინა გათვლილია ერთი ან მაქსიმუმ ორი მაცხოვრებლისთვის, თუმცა ორზე მეტი მაცხოვრებლის შემთხვევაში უმჯობესია კომბინირებული სან-კვანძისგან თავი შეიკავოთ და სააბაზანო ოთახი გამოყოთ ცალკე.


  ელექტრო მოწყობილობები  დენის წყაროს ბუდეები – მადუღარის, მიკროტალღური ღუმელისა და სარეცხი მანქანის დენის წყაროს ერთ “ანსამბლში” გაერთიანების მცდელობები ხშირად არ მთავრდება კარგი შედეგით. აღნიშნული იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას და დენის კაბელების დაზიანებას, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ დასაწყისშივე ვიფიქროთ რა სად იქნება განთავსებული, როგორ იდგება ავეჯი და ტექნიკა, რათა ამის მიხედვით განსაზღვროთ სად უნდა იყოს დენის წყაროები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ გაიყვანოთ ცალკე დამაგრძელებელი კაბელები რაც ნამდვილად უსიამოვნოა, დაგვეთანხმებით.

 ჩამრთველები – ევროსტანდარტების მიხედვით ჩამრთველების რეკომენდებული სიმაღლე შეადგენს იატაკიდან 90 სმ-ს, რაც ნამდვილად ოპტიმალური სიმაღლეა როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის ისე ბავშვებისთვის. საძინებლებში ჩამრთველის დუბლირება ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, ერთი კართან – ოთახში შესვლისას რომ შეძლოთ ჩართვა, ხოლო მეორე საწოლთან რომ შეძლოთ გამორთვა.


  სარკესავით პრიალა იატაკი – სარკესავით გაპრიალებული იატაკი და მბრწყინავი შავი მეტლახის ფილები აბაზანაში ან სამზარეულოში ლამაზია, ყველაფერი ბრწყინავს და ანათებს, მაგრამ მისი მოვლა და შენარჩუნება საკმაოდ რთული საკითხია. ასეთი იატაკები საჭიროებს ხშირ წმენდას, რადგანაც მათზე ნებისმიერი ლაქა ზედმეტად შესამჩნევი ხდება. უკეთესია შეარჩიოთ უფრო პრაქტიკული, გლუვი ზედაპირის მქონე იატაკის მასალა.

X