• თბილისი, წერეთლის გამზრი N116
  • info@lux.com.ge

რა არის გასათვალისწინებელი სამზარეულოს რემონტის დროს?

სექტემბერი 8, 2021
  • ნუ გააკეთებთ ეკონომიას სამზარეულოს იატაკის მასალაზე – ლინოლეუმი იაფი მასალაა, მაგრამ ადვილად ზიანდება, იკაწრება, იხაზება და ა.შ. დროთა განმავლობაში დეფორმირდება, დაიწყებს ამობერვას და დახვევას, რაც დაგვეთანხმებით სრულიად არაესთეტიური შესახედავია. სამზარეულოში ლამინირებული იატაკის – ლამინატის დაგებაც არ არის რეკომენდებული რადგანაც ის წყლის და ნესტის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, სამზარეულში კი წყალი და ნესტი ჩვეულებრივი მოვლენაა. სამზარეულოს იატაკისთვის საუკეთესო არჩევანია ხარსხიანი მეტლახი – ფილა.
  • კედლის საფარზე დაზოგვაც არ ღირს – PVC პანელები შესაძლოა კარგად გამოიყურებოდეს და იაფიც იყოს, მაგრამ მათი ზედაპირიდან ცხიმის მოშორება ძალიან რთულია, მეტიც – რეცხვისას ჭუჭყთან ერთად შესაძლოა საღებავიც მოშორდეს. ამიტომ, წინასწარ გაარკვიეთ რომელი საფარის მოვლა უფრო ადვილია და არჩევანიც სწორედ მასზე შეაჩერეთ. ყველაზე გავრცელებული მაინც კაფელი და სკინალია.
  • კარგად განსაზღვრეთ სამზარეულოს კარადების სიმაღლე – ზოგადად, სამზარეულო უნდა იყოს ფუნქციური და ერგონომიული. სამზარეულოს კარადების ნებისმიერ თაროზე ნივთების განთავსება/ჩამოღება ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ყოველ ჯერზე კიბის ან სკამის მოსატანად სირბილი იმისათვის, რომ ზედა თაროდან აიღოთ ნივთები ნამდვილად არასასიამოვნოა. თუ თავად გიჭირთ ავეჯის განლაგების და ზომების გაანგარიშება დაუკავშირდით პროფესიონალებს. დიზაინერი არქიტექტორთან ერთად შეარჩევს თქვენთვის სრულყოფილ ავეჯს, რომლის გამოყენებაც მოსახერხებელი იქნება.
  • სინათლე სამზარეულოში – არავითარ შემთხვევაში არ ღირს დაზოგვა განათებაზე. ერთდროულად დააყენეთ განათების რამდენიმე ვარიანტი, იდეალურია რეგულირებადი წერტილოვანი განათება. დაბალი სიმძლავრის განათება თქვენს სამზარეულოს სიმყუდროვის ელემენტს შესძენს, მაგრამ თავად საკვების მომზადების პროცესის დროს უმჯობესია მკვეთრი განათება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მარტივად შეძლებთ ხელის გაჭრას ან დაწვას.
  • სამზარეულოს ავეჯის შერჩევისას/დამზადებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ადგილი ტექნიკისთვის – შესაძლოა საწყის ეტაპზე თქვენ არ გქონდეთ სამზარეულო ტექნიკის მულტიფუნქციური კომბაინები, ყავის პარატები, მიკროტალღური ღუმელი ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად შეიძენთ და შემდეგ უკვე დაგვიანებული იქნება ტექნიკისთვის ადგილის ძებნა, ასევე მათი დასაერთებელი წერტილების მოწყობა მილგაყვანილობაზე.
  • ფუნქციური სამზარეულო – არ დაგავიწყდეთ რომ სამზარეულო აუცილებლად მოწყობილი უნდა იყოს მაქსიმალურად ფუქნციურად. დეკორატიული ნივთები და ღვინის ბოთლებისთვის თაროები რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია, მაგრამ წინასწარ განსაზღვრეთ სად „დააბინავებთ“ ბაზარში ნაყიდ პროდუქტებს, სად შეინახავთ ცოცხს და აქანდაზს, გაითვალისწინეთ ისიც რომ ადვილად  მისადგომი უნდა იყოს წყალგაყვანილობის მილები იმ შემთხვევაში თუ გაიჭედა და საჭირო გახდა მათი გაწმენდა.

მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა თქვენ ასრულებდეთ ყველა რეკომენდაციას, რემონტის ხარისხის 100%-იანი გარანტია მაინც არ გექნებათ, რადგანაც შესაძლოა სრულიად შემთხვევით შეიძინოთ უხარისხო მასალები, იმიტომ რომ არ გაქვთ ცოდნა ამ სფეროში. იდეალურ შემთხვევაში საუკეთესო ალტერნატივაა თქვენი ბინის რემონტი მიანდოთ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ სარემონტო კომპანიას რომელიც ბინას გაგირემონტებთ ხელშეკრულების საფუძველზე, მოგცემთ გარანტიას და რემონტის შემდომ ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაშიც საკუთარი ხარჯებით გამოასწორებს მათ.

X